პრესრელიზი

მთავარი / პრესრელიზი

იგორ გიორგაძის ადვოკატების, გაგი მოსიაშვილის და მერაბ ჩიქოვანის, განცხადება ბ-ნი გიორგაძის უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევასთან დაკავშირებით

    დემოკრატიული საზოგადოების პირობებში, ბრალდებული სარგებლობს უდანაშაულობის პრეზუმციით და სასამართლო სხდომა ტარდება იმისათვის, რომ დადასტურებულ ფაქტებზე დაყრდნობით დადგინდეს ბრალდება ან პირიქით უარყოფილ იქნეს ის.

    ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფის, ბ-ნი იგორ გიორგაძის და სხვა პირთა მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმე ამჟამად განიხილება ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოში და არაა გამოტანილი რაიმე სახის განაჩენი. ამის მიუხედავათ, იგორ გიორგაძის წინააღმდეგ ტარდება ცილის მწამებლური კამპანია, რომელშიც გამოიყენება დეზინფორმაცია და პიროვნული შეურაცხყოფა. სხვადასხვა პირები, მედია საშუალებების მეშვეობით ფაქტების დაუსაბუთებლად, აკეთებენ აღმაშფოთებელ განცხადებებს, ავრცელებენ უზუსტო და მცდარ ინფორმაციას ბატონი გიორგაძის წინააღმდეგ.

    მიუხედავად იმისა, რომ ბ-ნი გიორგაძის უდანაშაულობა, ობიექტური სასამართლოს პირობებში დამტკიცდება გამამართლებელი განაჩენის გამოტანით. სასამართლო გადაწყვეტილებამდე მისი რეპუტაციის შელახვამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს მას ობიექტური გადაწყვეტილების შემდგომაც. ამიტომ ჩვენ არ გამოვრიცხავთ არანაირ იურიდიულ ზომას, რომელსაც შეიძლება მივმართოთ ოპონენტების და ცილისმწამებლების წინააღმდეგ რათა დავიცვათ ბ-ნი იგორ გიორგაძის ინტერესები.