პრესრელიზი

მთავარი / პრესრელიზი

26 (ოცდაექვსი) წელიწადი 26 (ოცდაექვს) სექტემბერს

    დღეს 2021 წლის 26 სექტემბერს ზუსტად 26 წელიწადია, რაც ბატონ იგორ გიორგაძის მიმართ ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე წაყენებულ იქნა ბრალი და დღემდე საქმეზე გადაწყვეტილება არაა მიღებული - 26 (ოცდაექვსი) წელია, რაც იგორ გიორგაძე ბრალდებულია.   

    მსოფლიოს არც ერთი ქვეყნის, სამართლის ისტორიას, იქნება ეს დემოკრატიული თუ ტოტალიტარული წყობილების ქვეყანა,  არ ახსოვს მსგავსი პრეცედენტი, რომ  პირი 26 წელიწადი იყოს ბრალდებული და 26 წელიწადი არ არსებობდეს მის მიმართ რაიმე სახის სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილება.  აქვე ჩნდება კითხვა - რატომ? რასთან გვაქვს საქმე? რამ განაპირობა 26 წელიწადი პირის ბრალდებულად ყოფნა? რატო ირღვევა ასე სასტიკად ბატონი იგორ გიორგაძის უფლებები?  და რა ასეთი შიში ამოძრავებდა სამ ხელისუფალს, რომ ასე ისტერიულად არღვევდა იგორ გიორგაძის  მიმართ ადამიანის უფლებებს?

    ამ კითხვებზე პასუხის ნაწილობრივ გასაცემად უნდა დავუბრუნდეთ 1995 წელს,  საქართველოს კორუმპირებული მმართველის ედუარდ შევარდნაძის ეპოქას და ცალსახად უნდა ვთქვათ, რომ იგორ გიორგაძის საქმე,  ესაა იმ პერიოდის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე, ესაა საქმე, როდესაც ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე იმდროინდელმა პუტჩისტმა  ხელისუფლებამ  ბოროტად, პირადი და პოლიტიკური მოტივით,  გამოიყენა მოქმედი  სისხლის სამართლის კანონმდებლობა და იგორ გიორგაძის სახით შექმნა განტევების ვაცი. ხოლო ამ ერთი მოქმედებით გადაწყვიტა უამრავი ბინძური ,,პრობლემა’’ 1. გააყალბა არჩევნები შეფერხების გარეშე; 2.  ამ საქმით ,,გაამართლა’’ ყველა პოლიტიკური მოწინააღმდეგის დაჭერა და დევნა. 3. მათ მიერვე  ჩადენილი მკვლელობები  შეაწმინდა მას და სხვა პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ამ პერიოდში დაწყებული ცილისმწამებლური კამპანია იგორ გიორგაძის მიმართ დღემდე გრძელდება და  პოლიტიკურად ანგაჟირებული პირები თუ სახელმწიფოსგან უზურპირებული მედია საშუალებები წლების განმავლობაში ავრცელებენ იგორ გიორგაძეზე  ცრუ ინფორმაციებს, ურღვევენ უდანაშაულობის პრეზუმციას, ულახავენ საქართველოს კონსტიტუციით აღაირებულ ადამიანის უფლებებს და ღირსებისა და პატივის უფლებას.  

    ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, შევარდნაძის ხელისუფლებაზე დამყნობილი სააკაშვილის რეჟიმიც, რომელიც თავს იწონებდა “დემოკრატიულობით”, ხოლო რა ,,დემოკრატია’’-ს აშენებდა ეს მთელმა მსოფლიომ დაინახა,  ხელოვნურად აფერხებდა იგორ გიორგაძის  საქმის განხივლას.  მიუხედავად იმისა, რომ 2005 წლიდან  თავადვე განსაზღვრეს კანონმდებლობით, რომ შესაძლებელი იყო პირის დაუსწრებლად გასამართლება, ყველაფერი გააკეთეს, რომ იგორ გიორგაძის საქმე არ წარმართულიყო სასამართლოში, არადა ბატონი იგორ გიორგაძის დაცვის მხარე დაჟინებით ითხოვდა სასამართლოსთვის სისხლის სამართლის საქმის გადაცემას.  თუმცა კანონის ცვლილება  სააკაშვილის რეჟიმის მიერ ეფექტურად და მომენტალურად გამოყენებულ იქნა სხვა პოლიტიკური მოწინააღმდეგეების მიმართ, რაც აისახა  გახამურებულ საქმეებზე დაჩქარებული ტემპით ჩატარებულ  სასამართლო სხდომებში და  უსწრაფესად  გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენებში.  

    ფაქტია, იგორ გიორგაძის მიმართ წარმოებული საქმის სწრაფი ტემპებით ჩატარება, საქართველოში სასამართლოს ყველა ეტაპის  გავლის შემდეგ მოხვდებოდა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში. იქ კი  ყველაფერს ფარდა აეხდებოდა და გამჟაღვნდებოდა  სააკაშვილის მოჩვენებითი დემოკრატიული რეჟიმი, რაც რათქმაუნდა ამ რეჟიმის  საერთაშორისო მხილებას გამოიწვევდა.  

    საბოლოოდ, პოლიტიკური დევნის შედეგად, მივიღეთ ის, რომ 11 (თერთმეტი) წელი აფერხებდნენ იგორ გიორგაძის საქმეზე სასამართლო განხილვას, და მხოლოდ 2016 წელს შევიდა იგორ გიორგაძის საქმე სასამართლოში.   

    უკვე ხუთი წელიწადია ვაი ვაგხლახით მიმდინარეობს განხილვა, იმის ნაცვლად, რომ განხორციელდეს სწრაფი მართმსაჯულება.  ამავე დროს ისიც ფაქტია, რომ დღეს საქმის განხილვა სასამართლოში ხელოვნურად ჭიანურდება ბრალდების მხარის, დღევანდელი პროკურატურის მიერ. სასამართლო სხდომებზე თითო ოროლად ქვეყნდება გარდაცვლილ პირთა ჩვენებები, რომლებიც საერთოდ შეხებაში არ არის წარდგენილ ბრალთან ან კვლავ თითო ოროლად იკითხებიან  მოწმეები, რომლებიც ანალოგიურად არაფრისმთქმელნი არიან. ფაქტია, ბრალდების მხრიდან საქმის ხელოვნურად გაჭიანურება სახეზეა, ამით კი რათქმაუნდა ირღვევა ადამიანის ფუნდამენტური უფლება - უფლება სწრაფ და სამართლიან სასამართლოზე, რომელიც პირდაპირ გაწერილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში. ისიც უდაოა, რომ კონკრეტულ საქმეში, კონკრეტული პირის იგორ გიორგაძის მიმართ  დარღვეულია  ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკალარაციის  მინიმუმ  ცხრა ფუნდამენტური  მუხლი, კერძოდ მე-5, მე-7, მე-9, მ-10, მე-11, მე-12, მე-13, მე-19 მუხლები და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა  დაცვის კონვენციის მე-6 და მე-14 მუხლები.  

    ფაქტია ისიც, აშშ საელჩოს, რომელიც ,,დემოკრატიის შუქურადაა’’ მიჩნეული საქართველოში და სხდომაზე დამკვირვებელიც კი ყავს მოვლენილი,  არც ერთი განცხადება ამ სასამართლო სხდომის თაობაზე, არც ერთი სიტყვა - თუ რა ხდება სხდომაზე არ გაუკეთებია. ესაა რეალობა და ესაა დღევანდელი ქართული დემოკრატიის, დღევანდელი ქართული ბრალდებისა და სასამართლოს რეალური სახე.  სახე, რომელიც ერთ რამეზე მეტყველებს - 26 წელიწადია წინ ვერ წავედით. 

26 (ოცდაექვსი) წელი დევნა 

21 (ოცდი) წელი საქმის დაბლოკვა, რათა არ გადასცემოდა სასამართლოს 

5 (ხუთი) წელი მიმდინარე  სასამართლო განხილვისა 

0 (ნოლი) მაკომპრომატირებელი მტკიცებულებები 

0 (ნოლი) მაკომპრომატირებელი  ჩვენებები 

100%  პოლიტიკური მოტივაცია