პრესრელიზი

მთავარი / პრესრელიზი

ადვოკატების განცხადება ლაშა ტუღუშის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის და ცილის წამებლურ განცხადებებთან დაკავშირებით

        2016 წელს მოქალაქე ლაშა ტუღუშმა საინფორმაციო პორტალის "Democracy &  Freedom Watch"-ის მეშვეობით, რომლის მთავარი რედაქტორიც თავად გახლავთ, გაავრცელა ბატონი იგორ გიორგაძის მიმართ შემდეგი ცრუ ინფორმაცია, კერძოდ: "იგორ გიორგაძეს 1997 წლის აპრილში სასამართლოს განაჩენით მიესაჯა 17 წლით თავისუფლები საღკვეთა". აღნიშნული ცილისმწამებლური ინფორმაცია არ გახლდათ სიმართლე, რის საფუძველზეც ბატონი იგორ გიორგაძის დაცვის მხარემ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა ზ/აღნიშნული ცილის მწამებლური განცხადების სასამართლოს გადაწყვეტილების გზით უარყოფა.

        აღნიშნულ საკითხზე სასამართლოს ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ მიუღია, თუმცა სასამართლო განხილვის პერიოდში ბატონმა ტუღუშმა კვლავ გაავრცელა არასწორი ინფორმაცია, და გვსურს ვაცნობოთ საზოგადოებას, რომ მიმდინარე წლის 7 ივნისს ბატონი ლაშა ტუღუშის მიერ ინგლისურ ენაზე გავრცელებული განცხადება (ამავე საინფორმაციო პორტალზე განთავსებული იგივე ინფორმაციის ქართულენოვანი ვერსია განსხვავებულია ინგლისურ ენოვანი ვერსიისაგან) "Democracy & Freedom Watch" ის საინფორმაციო პორტალზე, ბატონი იგორ გიორგაძის სასარჩელო განცხადების სასამართლო განხილვასთან დაკავშირებით არის დეზინფორმაცია და ბატონი ტუღუშის მიზანს წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. კერძოდ ლაშა ტუღუში მიუთითებს სასამართლო სხდომაზე იგორ გიორგაძის წარმომადგენლების მხრიდან დაჟინებულ მოთხოვნაზე მორიგებით საქმის წარმოების დამთავრებასთან დაკავშირებით, რაც არ შეესაბამება სიმართლეს და გვსურს საზოგადოებამ იცოდეს რეალობა, თუ რა მოხდა სასამართლო განხილვის დროს. კერძოდ: სასამართლო განხილვის დაწყებისას მოსამართლემ, მხარეებს შემოგვთავაზა ხომ არ იყო შესაძლებელი მორიგებით საქმის წარმოების დამთავრება. აღნიშნულთან დაკავშირებით ბატონი იგორ გიორგაძის დაცვის პოზიცია გახლდათ შემდეგი: იგორ გიორგაძის წარმომადგენლები გავითხოვდით სასარჩელო განცხადებას სასამართლოდან თუ ბატონი ლაშა ტუღუში ნებაყოფლობით უარყოფდა იმავე საინფორმაციო პორტალზე გამოქვეყნებულ არასწორ ინფორმაციას იგორ გიორგაძის ნასამართლობასთან დაკავშირებით. აღნიშნულ წინადადებაზე ლაშა ტუღუშმა განაცხადა უარი, მიუხედავათ იმისა, რომ ადვოქათების მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი გახლავთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობა იგორ გიორგაძის ნასამართლობის არ ქონის შესახებ. სასამართლო განხილვის აღნიშნული ეპიზოდი, გახლავთ მოცემული სასამართლო სხდომის აუდიო ჩანაწერშიც.

        ამდენად ცხადია, რომ ლაშა ტუღუში კვლავ ავრცელებს დეზინფორმაციას რითაც პირდაპირი თუ არაპირდაპირი სახით ცდილობს არასწორი წარმოდგენა შეუქმნას საზოგადოებას მოცემული სამოქალაქო დავის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ზ/აღწერილი მოვლენების ფონზე ძნელია გვქონდეს იმედი, მაგრამ გამოვთქვამთ იმ იმედს, რომ ბატონი ლაშა ტუღუში მომავალში მაინც თავს შეიკავს საზოგადოებისაათვის სასამართლო განხილვასთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციის გავრცელებისაგან.