პრესრელიზი

მთავარი / პრესრელიზი

მოსამართლე ქეთევან კუჭავას აბსურდული გადაწყვეტილება
ლაშა ტუღუშის მხრიდან ცილისწამების საქმეზე

        2019 წლის 07 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ქეთევან კუჭავამ მიიღო გადაწყვეტილება, იმის შესახებ, რომ მოქალაქე ლაშა ტუღუშმა არ უნდა უარყოს საკუთარი ცილისმწამებლური სტატია ბატონ იგორ გიორგაძეზე და არა იმიტომ, რომ ტუღუშის სტატია არ შეიცავდა ცრუ მტკიცებებს, ან იმიტომ, რომ ცრუ ინფორმაცია არ იყო ცილისმწამებლური, არამედ იმიტომ, რომ ბატონი გიორგაძის ადვოკატმა თურმე ვერ ნახა ცილისმწამებლური სტატია 100 დღის განმავლობაში და სამართლიანი მოთხოვნა ყოფილა ხანდაზმული.

        საქმის არსი მდგომარეობდა შემდეგში: მოქალაქე ტუღუში, რომელიც წარმოადგენს ,,DF Watch’’ ვებ. გვერდის მთავარ რედაქტორს, ავრცელებდა ყალბ ინფორმაციას ქართულ და ინგლისურ ენებზე, ამტკიცებდა რა, რომ ბატონი იგორ გიორგაძე ,,1997 წელს იყო გასამართლებული და მიესაჯა 17 წელი’’. ეს იყო მოქალაქე ტუღუშის გამოგონილი ამბავი, ვინაიდან ბატონი გიორგაძე, არასოდეს არ ყოფილა გასამართლებული, რომ არაფერ ვთქვათ თითქოსდა მისჯილ წლებზე. უფრო მეტიც იმავე სტატიის ინგლისურ ენოვან გამოცემაში ტუღუშმა ბატონ გიორგაძეს უწოდა ,,საზოგადოების ნომერ პირველი მტერი’’, ხოლო ეს ტერმინი საინფორმაციო პორტალ ,,ინტერპრესნიუსი’’ - სათვის ინტერვიუს მიცემისას განმარტა როგორც ,,...ცნობილი იდიომა, რომლითაც ძალიან ხშირად ახასიათებენ, საზოგადოებაში ცნობილ ადამიანებს დანაშაულის ჩადენის შემდეგ’’. ბატონი გიორგაძის ადვოკატი დაუკავშირდა მოქალაქე ტუღუშს, მაშინათვე, როგორც კი ჩვენთვის ცნობილი გახდა მის მიერ გავრცელებული ტყუილის შესახებ და შეატყობინა მას,რომ ბატონ გიორგაძეს არ გააჩნდა ნასამართლეობა, აუხსნა მას თუ რას ნიშნავდა უდანაშაულობის პრეზუმცია და მოითხოვა, რომ ური ეთქვა ცილისწამებაზე. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ საინფორმაციო პორტალ ,,ინტერპრესნიუსი’’ -ს ტყღუშმა მას შემდეგ მისცა ზ/აღნიშნული ინტერვიუ, როცა მისთვის ახსნილი იყო ის გარემოება, რომ ბატონ გიორგაძეს არ გააჩნდა ნასამართლეობა და მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა რეალობას.

        მიუხედავათ სამართლიანი მოთხოვნისა, მოქალაქე ტუღუშმა გადაწყვიტა უყურადღებოთ დაეტოვებინა ადვოკატის ელექტრონული წერილები და ამიტომაც ჩვენ იძულებულნი გავხდით მიგვემართა სასამართლოსათვის. სასამართლო განხილვების მიმდინარეობისას მოპასუხემ ვერ უარყო ის ფაქტი, რომ მის მიერ იყო გავრცელებული ცილისმწამებლური ინფორმაცია, იმ პირობებში, როდესაც ბატონი გიორგაძის ადვოკატმა წარადგინა სასამართლოში შინაგან საქმეთა სამინისტროდან წერილი, დამადასტურებლად იმისა, რომ გიორგაძეს არ გააჩნდა ნასამართლოება. პარალელურად მოქალაქე ტუღუშმა დაიწყო მტკიცება, რომ გამოქვეყნებული სტატიის ირგლივ არსებობდა შეზღუდვა და წილისწამების უარყოფა უნდა მომხდარიყო 100 დღის განმავლობაში სტატიის გამოქვეყნებიდან, რაც არ შეესაბამებოდა კანონისმიერ მოთხოვნებს. ვინადან კანონმდებლობა ასევე განმარტავს, რომ პირს აქვს უფლება მიმართოს სასამართლოს მას შემდეგ,რაც მისთვის გახდა ცნობილი ან შესაძლებელია გამხდარიყო ცნობილი ცილისმწამებლური სტატიის თაობაზე. სადავო სტატია გამოქვეყნდა 2016 წლის 23 ივლისს და ჩვენთვის ცნობილი გახდა 2016 წლის 18 ნოემბერს და იმავე დღეს მოქალაქე ტუღუშს გაეგზავნა ელექტრონული წერილი,რომლითაც მას ეცნობა მის მიერ გავრცელებულ სტატიაში ცრუ ინფორმაციის თაობაზე და ეთხოვა ამ ინფორმაციის დაკორექტირება. 2016 წლის 29 ნოემბერს მოქალაქე ტუღუშს განმეორებით გაეგზავნა ელექტრონული წერილი, ხოლო სარჩელი სასამართლოს წარედგინა 2016 წლის 27 დეკემბერს. სამწუხაროდ მოსამართლე ქეთევან კუჭავამ გაიზიარა მოპასუხის აბსურდული პოზიცია, მთლიანად უგულვებელყო რა პიროვნების რეპუტაციის მნიშვნელოვანი ზიანი, რომელიც მოაქვს წილისწამებას და ასევე ჟურნალისტის ვალდებულება არ გაავრცელოს ყალბი ინფორმაცია. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ კანონის მიხედვით სარჩელი შესაძლებელია შეტანილ იქნეს, მაშინ, როდესაც ცილისწამების ობიექტს ჰქონდა შესაძლებლობა გაცნობოდა ცილისმწამებლურ ინფორმაციას. უფრო მეტიც ბატონი გიორგაძის ადვოკატის მიერ სასამართლოზე წარდგენილ იქნა დოკუმენტი შესაბამისი უწყებიდან, რომლითაც დგინდებოდა რომ ,,DF Watch’’ არ წარმოადგენდა ინფორმაციის ცნობილ და თვალმიდევნებად წყაროს საქართველოში და რათქმაუნდა არ იყო ძირითადი მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ნაწილი. აბსურდულია იმის მოლოდინი, რომ ჩვენ თვალს მივადევნებდით ვებ გვერდის ყველა სტატიას, რომ არაფერი ვთქვათ ინგლისურ ენაზე გამოქვეყნებულ სტატიაზე. რაც უფრო აბსურუდულია, გახლავთ ის, რომ მოსამართლემ გადაწყვიტა პრიორიტეტების განსაზღვრა ამ ზედაპირულ შეზღუდვასა და ზიანს შორის რომელსაც იწვევს უხეში ცილისწამება და ეთიკის კოდექსის დარღვევა.

        პასუხობს რა სარჩელთან დაკავშირებით პრესის კითხვებს მოქალაქე ტუღუში ყოველთვის ცვლის თემას და არც აქცევს იმას ყურადღებას, რომ მან მოიტყუა ბატონი გიორგაძის არარსებულ გასამართლებაზე და განაჩენზე. ამის მაგალითი გახლდათ ინტერპრესნიუსთან ტუღუშის ინტერვიუ,სადაც მან განმარტა, რომ ,,გიორგაძე რუსი გენერალია’’ თითქოსდა ამ ცილისმწამებლური განცხადების მტკიცებით, მისი წინა ცილისწამებები მტკიცდებოდა. განვმარტავთ, რომ ბატონი გიორგაძე არის საქართველოს მოქალაქე და გახდა გენერალ - ლეიტენანტი საქართველოში, ეკავა რა საქართველოს უშიშროების მინისტრის პოსტი. მოქალაქე ტუღუში ყოყმანის გარეშე ეშვება სულ უფრო ძირსა და ძირს,და ყოველი ცრუ ინფორმაციის მტკიცების დროს ხდება ნათელი, რომ მისი პირადი პოლიტიკური მტრობა ბატონი გიორგაძისადმი წარმოადგენს მის მოტივაციას ცილისწამებისათვის და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისათვის. ტუღუში არა მხოლოდ მატყუარაა, არამედ ფარისეველიც კი გახლავთ,მაშინ როდესაც ის ცდილობს უწოდოს სხვებს უცხოეთის აგენტები, თავად, ყოველგვარი თვითირონიის გარეშე უპირობოდ იღებს დაფინანსების 100 პროცენტს ორი უცხოური სააგენტოსაგან გერმანული (ფრიდრიხ ელბერტის ფონდი) და ამერიკული (ფონდი ღია საზოგადოება) სააგენტოებისაგან.

        ბატონი გიორგაძის ცრულ ბრალდებით მოქალაქე ტუღუშმა უდაოდ მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ ის, როგორც ჟურნალისტი არ შეიძლება წარმოადგენდეს საიმედო ინფორმაციის წყაროს. უდაოა,რომ ის არ სცემს პატივს ადამიანის უფლებებს, არ სცემს პატივს სიმართლეს, არ სცემს პატივს მტკიცებულებებს, არ სცემს პატივს კანონს და შეგნებულად ავრცელებს ყალბ ინფორმაციას. ცილისწამება, რომელშიც მონაწილეობს მოქალაქე ტუღუში ადასტურებს მისი მხრიდან გიორგაძისადმი არაჯანსაღ დამოკიდებულებას,რომელიც საკმაოდ საგანგაშოა და საცოდავია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბატონი გიორგაძე არ არის სახელმწიფო ჩინოვნიკი,არ იღებს არანაირი პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და არცკი ცხოვრობს საქართველოში. ჩვენ არ ვიცით მოქალაქე ტუღუშს ჰალუცინაციები ააქვს თუ არა, ბოდავს, თუ უბრალოდ პათოლოგიური მატყუარაა, მაგრამ ნათელია, რომ ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანები არ იგონებენ და არ აჯერებენ საკუთარ თავს იმ იურიდიულ გადაწყვეტილებებში, რომლებიც არასოდეს ყოფილა, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც წარმოდგენილია საპირისპირო მტკიცებულებები (საზოგადოების შეცდომაში შემყვანი სტატია დღესაც კი წარმოდგენილია ვებ. გვერდ ,,DF Watch’’-ზე)

        რაც შეეხება მოსამართლე კუჭავას, მან, როგორც მოსალოდნელი იყო უყოყმანოდ გამოიჩინა მიკერძოება,ეს სასამართლო პროცესი გახდა ის ლაკმუსის ქაღალდი, რომლითაც შესაძლებელია შეაფასო ქართული სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და დაინახო აქვთ თუ არა პოლიტიკურად დევნილ პირებს მართმსაჯულების შანს ნაციონალურ სასამართლოში. სამწუხაროდ ერთხელ კიდევ დავამტკიცდა, რომ ქართულმა სასამართლო სისტემამ არ განიცადა მნიშვნელოვანი ცვლილებები იმ დროიდან, როცა მან წარსულში მონაწილოება მიიღო პოლიტიკური მოტივების საფუძველზე ბატონი გიორგაძის დევნაში. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვიბრძოლოთ და ვიმედოვნოთ, რომ ქართველი მოსამართლეები გახდებიან მამაცები, პროფესიონალურები და დაიწყებენ ისეთი გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც მოემსახურება სამართალს და არ მოექცევიან გავლენების ქვეშ.

        მოსამართლე ქეთევან კუჭავას გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოში და ელოდება განხილვას.