ინტერპოლი

მთავარი / ინტერპოლი

    2016 წლის  20 ივლისს სხვა და სხვა მედია საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იგორ გიორგაძე  მოხსნილი იქნა ინტერპოლის ძებნილთა სიიდან. როგორც მოსალოდნელი იყო ამას  მოყვა  დეზინფორმაცია და კონსპირაციული თეორიები;  პოლიტიკურად უარყოფიდათ განწყობილი მედიასაშუალებები და მათ მიერ მოწვეული სტუმრები ასაჯაროვებდნენ თავიანთ მცდარ ვერსიებს, რომლის წარმოჩენაც ფაქტებად სურდათ და ჟღერდებოდა სრულიად აბსურდული მოსაზრებები. კერძოდ -  ვითომ   საქართველოს პროკურატურამ/საქართველოს ინტერპოლის ოფისმა მოხსნა ძებნიდან გიორგაძე, ვითომ არსებული ხელისუფლების ჩარევით მოხდა ამის გაკეთება, იმისათვის, რომ ბატონ იგორს მიეღო მონაწილოება შემოდგომის საპარლამენტო არჩევნებში, თითქოსდა სწრაფი ტემპით ხორციელდებოდა სასამართლო სხდომების ჩატარება და ჩანიშვნა და ა.შ. დრომ კი ამ განცხადებების აბსურდულობა და სიცრუე დაამტკიცა; არც სასამართლო სხდომები წარმართულა სწრაფი ტემპით და არც იგორ გიორგაძეს მიუღია საპარლამენტო არჩევნებში.
         
    რა მოხდა სინამდვილეში:

   1995 წელს საქართველოს პროკურატურამ  უკანონოდ მოსთხოვა ინტერპოლს იგორ გიორგაძის ძებნილ პირთა სიაში ჩასმა ასევე პროკურატურამ, ოცი წლის განმავლობაში, დაცვის მხარეს არ მისცა  საშუალება სრულად გასცნობოდა და მიეღო  საქმის მასალები. ამის შესაძლებლობა მოპოვებულ იქნა მას შემდეგ, რაც  სისხლის სამართლის საქმემ 2015 წელს  გადაინაცვლა სასამართლოში და  სასამართლოსგან განხორციელდა მასალების სრულად მიღება (აქვე განვმარტავთ, რომ 2005 წლიდან, კანონმდებლობაში შესული ცვლილებების შემდეგ, რომლის მიხედვითაც ძებნილი პირის საქმე მის დაუსწრებლად შეეძლო განეხილა სასამართლოს, იგორ გიორგაძე აქტიურად ცდილობდა  არსებული საქმის სასამართლოში განხილვას, რისი შესაძლებობაც მას უკანონოდ აეკრძალა)    საქმის მასალების სრულყოფილი  გაცნობით,  კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ  ბატონი იგორის მიმართ არ არსებობდა არანაირი ფაქტებით გაჯერებული რაიმე სახის მტკიცებულება. მასალები ცხადყოფდა ერთადერთს - გიორგაძის პოლიტიკურ დევნას.  შესაბამისად დაცვის მხარემ, მიიღო გადაწყვეტილება მიემართა ინტერპოლისთვის.

    2016 წლის  09 მარტს  ინტერპოლში გაიგზავნა მიმართვა, სადაც დაცვის მხარემ გააკეთა აპელირება  ინტერპოლის კონსტიტუციის მეორე და მესამე მუხლებზე, რომელიც უკრძალავს საერთაშორისო ხელშეკრულებაში მონაწილე სახელმწიფოებს ორგანიზაციის რესურსების ბოროტად გამოყენებას, კერძოდ, ადამიანის საყოველთაოდ უფლებების ფარგლებს გარეთ და პოლიტიკური დევნის მიზნით.  დაცვის მხარემ  წარუდგინა მტკიცებულებები ინტერპოლს და დაამტკიცა, ის რომ გიორგაძის მიმართ საქმე იყო შეთითხნილი და პოლიტიკურად მოტივირებული. ინტერპოლმა, ზემოაღნიშნულის საფუძველზე 2016 წლის აპრილში ჯერ  საკუთარ გვერდზე  დაბლოკა გიორგაძეზე ინფორმაცია, ხოლო  მასალების შესწავლის შემდეგ, კონკრეტულად პირველ ივნისს დაცვის მხარეს გამოუგზავნა მოცულობითი წერილი. წერილში სხვა საკითხებთან ერთად ინტერპოლიდან იტყობინებოდნენ შემდეგს, რომ  მის განკარგვაში არსებული ყველა ელემენტის  სიღრმისეული შესწავლის შედეგად კომისია მივიდა დასკვნამდე -  ბატონი გიორგაძის მიმართ "ინტერპოლის ფაილებში დარეგისტრირებული მონაცემები, არ შეესაბამებოდა ინტერპოლის წესებს''. შესაბამისად კომისიამ გასცა რეკომენდაცია ინტერპოლის მიერ ამ მონაცემების განადგურების თაობაზე. წერილში ასევე კატეგორიულად აღინიშნა კონკრეტულ შემთხვევაში ინტერპოლის არხებით საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობა "არ იქნებოდა შესაბამისი ინტერპოლის კონსტიტუციასთან  და წესდებასთან’’.

    რაც შეეხება ამჟამინდელი პროკურატურის განცხადებას, იმის თაობაზე, რომ თურმე ბატონი გიორგაძის მიმართ ინტერპოლმა  შეწყვიტა ძებნა  მხოლოდ იმის გამო, რომ მას ჰქონდა სხვა სახელმწიფოში პოლიტიკური თავშესაფარი არ გახლავთ სწორი; გიორგაძეს პოლიტიკური თავშესაფარი აქვს მიღებული 2006 წელს, ხოლო ინტერპოლში ბატონ იგორ გიორგაძეზე წერილში ნახსენები ფაილების დარეგისტირება განხორციელდა 1995 წელს, რაც ცალსახად მეტყველებს იმაზე, რომ ინტერპოლმა გადაწყვეტილება მიიღო 1995 წელს გაგზავნილ დოკუმენტთან დაკავშირებით.  ასევე  ინტერპოლიდან დაცვის მხარისთვის გამოგზავნილ წერილში, ცალსახად მითითებულია ის გარემოება, რომ იგორ გიორგაძესთან მიმართებაში  დარღვეულ იქნა ინტერპოლის კონსტიტუცია, და წერილში არსად არაა საუბარი გიორგაძის დევნილობის სტატუსზე.