იგორ გიორგაძე

ეს საიტი შექმნილია და იმართება ბატონი იგორ გიორგაძის იურიდიული ჯგუფის მიერ საზოგადოებისათვის ინფორმაციისა და ფაქტების მიწოდების მიზნით, ასევე გავრცელებული ცრუ ინფორმაციისა და აგრესიული ცილის წამებლური კამპანიის წინააღმდეგ, რომელსაც მისი ოპონენტები მიზანმიმართულად ეწევიან 1995 წლიდან.

განცხადება მორიგ შავ პიართან დაკავშირებით

2022 წლის 25 ივნისს, ტელეკომპანია TV PIRVELI-ზე, გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათი“ -გასულ იქნა ბატონ იგორ გიორგაძესთან დაკავშირებული სიუჟეტი. უპირველესად აღვნიშნავთ, რომ სიუჟეტში ასახული ინფორმაცია არის სიცრუე და არანაირი ახლო შემხებლობაც კი არ გააჩნია რეალობასთან. ფაქტია,  გარკვეულ პოლიტიკურ ძალთა მიერ მართული ე.წ. მედია, კვლავ ცდილობს საზოგადეობის შეცდომაში შეყვანას და იგორ გიორგაძის დისკრედიტაციას მედია ტერორიზმის გზით. 

აქვე აღვნიშნავთ, იმ ფაქტსაც, რომ სიუჟეტის გასვლამდე, ტელეკომპანია TV PIRVELI-ის გადამღები ჯგუფი, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე არაერთ პროცესს დაესწრო იგორ გიორგაძის საქმეზე, სადაც ვერ მოისმინეს ვერანაირი სახის მტკიცებულება იგორ გიორგაძის წინააღმდეგ - ასეთის არ არსებობის გამო.  მიუხედავად ამისა, იგორ გიორგაძის დისკრედიტაციის მიზნიდან გამომდინარე,  გასული სიუჟეტი მიეძღვნა ორ გარემოებას: 1.  თითქოსდა ხელისუფლებას, რომელიც თურმე დაახლოებულია იგორ გიორგაძესთან, სასამართლოს ხელით სურს დაუსაბუთებლად ,,გაამართლოს’’ გიორგაძე; 2. იგორ გიორგაძის მიერ ოთხი წლის უკან ლუგარის ლაბორატორიის თაობაზე დასმულ კითხვებზე;

1. უპირველესად,  საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ 2016 წელს, დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, იგორ გიორგაძე მოხსნილ იქნა საერთაშორისო ძებნის „წითელი ცირკულარიდან“, სწორედ იმ მასალებზე დაყრდნობით, რაც დღეის მდგომარეობით განიხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში. კრიმინალური პოლიციის საერთაშორი ორგანიზაციას - ინტერპოლს, მხოლოდ სამი თვე დასჭირდა დაედასტურებინა იგორ გიორგაძის უდანაშაულობა, რის საფუძველზეც დასახელებულმა ორგანიზაციამ შეწყვიტა მის მიმართ საერთაშორისო ძებნა და იგორ გიორგაძე დაუყონებლივ მოიხსნა ე.წ წითელი ცირკულარის ძებნილობიდან. აღნიშნულის პარალელურად, ქართული სასამართლოს მხრიდან, ექვსი წელიწადია მიმდინარეობს საქმის განხილვა, ხოლო  27 წელია ადამიანი პოლიტიკური ნიშნით იდევნება, რომელსაც საფუძველი შევარდნაძის პუტჩისტურმა ხელისუფლებამ ჩაუყარა.  შესაბამისად დღემდე არ მომხდარა პირისათვის სწრაფი მართლმსაჯულებისა და სამართლიანი სასამართლოს უზრუნველყოფა, რაც თავის მხრივ იწვევს უდანაშაულო იგორ გიორგაძის იძულებით დევნილობაში ყოფნას. ინტერპოლის ობიექტური და მიუკერძოებელი გადაწყვეტილება, ნათლად წარმოაჩენს იგორ გიორგაძის უდანაშაულობას და თუკი სამართლიან სასამართლოზე, ევროპულ ღირებულებებზე აქვს საქართველოს, მათ შორის  ე.წ. მედია საშუალება TV PIRVEL-ს პრეტენზია, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იგორ გიორგაძის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს მხოლოდ გამამართლებელი განაჩენი. თუმცა ფაქტია -  სიუჟეტის მიზანი არადემოკრატიულია და ემსახურება სასამართლო სისტემაზე ზეწოლას, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და უდანაშაულო იგორ გიორგაძის გამართლების არ დაშვებას. ეს მიზანი  კი ემყარება საზოგადოებაში ცრუ ინფორმაციის გაჟეღერებას, როდესაც არ ჩნდება ლოგიკური კითხვა - თუ ხელისუფლებასთან სიახლოვეზეა საუბარი, რას ელოდებოდა ხელისუფლება  ლამის ათი წელიწადი?!  თუმცა სადაც სიცრუეა, იქ ლოგიკაზე, ჯანსაღ აზრზე, სიმართლის ანალიზზე  რათქმაუნდა საუბარი ზედმეტია. როგორც ჩანს ზოგ მედია საშუალებებში საერთოდ არაფერი შეცვლილა შევარდნაძის საშინელი ეპოქის შემდეგ და 90 -თიან წლების მენტალიტეტი კვლავ სახეზეა. სახეზეა ტკივილის მიყენებით, ცილისწამებით, დისკრიმინაციით და დევნით ალტერნატიულ აზრთან ბრძოლა. 

2. მიუხედავად სასამართლო პროცესების დაკვირვებისა, რა დროსაც ტელეკომპანია TV PIRVEL-მა მიმდინარე საქმეზე ვერ იხილა იგორ გიორგაძის ბრალეულობის დამადასტურებელი ვერანაირი სახის მტკიცებულება, ჟურნალისტმა საზოგადოების ყურადღების გადატანა სცადა ლუგარის ლაბორატორიის ე.წ „ფეიკ“ თემაზეც, რომელსაც არანაირი კავშირი არ გააჩნია განსახილლველ საქმესთან. ფაქტია, ისე გაუჭირდათ სიცრუის მტირაჟირებლებს, რომ ოთხი წლის უკანდელი თემის წამოწევასაც  კი შეეცადნენ. თემისა, რომელსაც როგორც ზემოთ აღვნიშნეთ შემხებლობა არ ააქვს  რეალობასთან, საქმესთან და კვლავ  ყალბი ინფორმაციის დემონსტრირებასთან გვაქვს საქმე. 

და ბოლოს, რატომ გაახსენდათ დღეს იგორ გიორგაძე? გაზეთ ასავალ - დასავალში ისტორიკოსისა და ჟურნალისტის ქ/ნ მაყვალა ბერიანიძის ინტერვიუს გამო ხომ არა? ამ ინტერვიუში,  ქ/ნი მაყვალა ეხმაურება რა შევარდნაძის ავად სასხსენებელ ეპოქას, ცალსახად ამტკიცებს გიორგაძის ალიბს, უდანაშაულობას,  რითაც კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ბატონი იგორ გიორგაძის საქმე შეთითხნილია. თუმცა ეთიკას მოკლებული მსგავსი ტელევიზიებისა და ჟურნალისტებისაგან, გარდა  ტყუილისას, ცილიწამებისა, მორალური შეურაცხყოფისა, სხვას არაფერს მოველით, მაგრამ ყველაფერს აუცილებლად პასუხი გაეცემა სამართლებრივი წესით.



სიახლეები